გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტებზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

4-06-2024

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტებზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს: 269.702 გრ. „ჰეროინს'', 0.1832 გრ. „ბუპრენორფინს'', 3.64 გრ. „მეთადონს'' (მარილი), 23.776 გრ. „მორფინს'' (ფუძე), 39.986 გრ. „კოდეინს'' (ფუძე) და 34.032 გრ. „თებაინს'', საიდანაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,156 გრ. „ჰეროინი'', დიდი ოდენობით - 0,02 გრ. „ბუპრენორფინი'' და 0,6 გრ. „მეთადონი'' 2024 წლის 30 მაისს, უკანონოდ გაასაღა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა", მეხუთე ნაწილის ,,ა" და მეშვიდე ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება” –აცხადებენ უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930