გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: ერთ მხარესაა გარედან მართული მარიონეტების სექტა და მეორე მხარეს სრულიად საქართველო, ერთადერთი შანსი, ამ ქვეყნის პოლიტიკურ სამშვიდობოზე გაყვანის არის ოქტომბრის არჩევნებზე სრული მობილიზება

4-06-2024

აი, ასე ხდება როდესაც „დიდი ბიძიების“ ხელის ბიჭად იქცევა ქვეყნის ხელისუფლება და ხან ერთის დაკრულზე ცეკვავს და ხან მეორეს, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წვერი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას: „არ ვარ მზად, რომ მხარი დავუჭირო უკრაინის "ნატოიზაციას".

როგორც ქადაგიძე აცხადებს, უკრაინასთან ერთად, "დიდ ბიძიებს" მიზანში საქართველოც ჰყავდათ და არ შემწყდარა ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობები.


შესაბამისად, მისი თქმით, ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის ერთადერთი შანსი არის ოქტომბრის არჩევნებზე სრული მობილიზება და რეალური ქართული დემოკრატიის დამყარება.


„წააქეზეს მურია და შეაჭამეს მგელსო.” რა მასშტაბის ნაძირალობასაც ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია და პრეზიდენტი ბაიდენი კადრულობს ფსკერია, რომლის იქით აღარაფერი არსებობს! ანუ, მე არ ვემხრობოდი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ თუ ალიანსის მიზნებისთვის შეეწირება უკრაინა ჯანდაბამდეც გზა ჰქონიაო?! თუ, როდესაც უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, მერე დავუჭერთ მხარს, მის ნატოში ინტეგრაციასო?!

ამასობაში კი:

• დანგრეული ეკონომიკა

• გაპარტახებული სოფლის მეურნეობა

• ასიათასობით დაღუპული

• მილიონობით ლტოლვილი

• გაუბედურებული უკრაინული ოჯახები

• გაჩანაგებული გენო-ფონდი

და მთავარი ეგზისტენციალური საკითხი - იარსებებს კი უკრაინა, როგორც სახელმწიფო?! აი, ასე ხდება როდესაც “დიდი ბიძიების” ხელის ბიჭად იქცევა ქვეყნის ხელისუფლება და ხან ერთის დაკრულზე ცეკვავს და ხან მეორეს.


დგას ახლა ზელენსკი და ამერიკის მომავალ ადმინისტრაციას ეღლაბუცება,(ტრამპმა თუ გაიმარჯვა)მხარი უნდა დამიჭიროთ, თორემ დამარცხებული პრეზიდენტი იქნებიო( რა მაგრად ადარდებს ტრამპს ზელენსკის აზრი).


საკითხავი კი ის არის, რომ დარჩება კი რაიმე უკრაინისგან, ამერიკის ნოემბრის არჩევნებამდე?!


თვალსაჩინოებისათვის, პირველი ექსპერიმენტი, გეოპოლიტიკური ტრიგერისა იყო მიშა სააკაშვილი, რომელიც ანალოგიურად, სრულად იყო დაქვემდებარებული გარე ნარატივებს. 2008 წელს, ამ იდიოტმაც დაიჯერა, რომ რუსებთან ომში მსოფლიო დამიცავსო და თავით გადაეშვა ოკუპანტის ხაფანგში.


„დიდი ბიძიები“ მიხვდნენ, რომ მხოლოდ საქართველო ვერ მოახერხებდა გეოპოლიტიკური ძვრების შექმნას და სამ დღეში კაპიტულაცია გამოაცხადებინეს სააკაშვილს, თუმცა როგორც უკრაინელებს დღეს, ჩვენც დაგვპირდნენ “მაპზე” უკეთეს პერსპექტივებს.


საქართველო კარგი ლაბორატორიული მასალა აღმოჩნდა “დიდი ბიძიებისთვის”, რომ უფრო კარგად და სტრატეგიულად დაგეგმილიყო, ახალი გეოპოლიტიკური კრიზისი, რასაც საქართველოსთან ერთად უკრაინაც შექმნიდა რეგიონში ოღონდ, ახალი თავის ტკივილი გაუჩნდათ - საქართველოში აღარ ეგულებოდათ მარიონეტი ხელისუფლება, რომელიც უსიტყვოდ შეასრულებდა “დიდი ბიძიების” დავალებას.


ამიტომაც ჯერ იყო და სააკაშვილი შემოაპარეს ქვეყნის ამრევად, მერე პარალელური დათვლები გააყალბებინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, თუმცა არჩევნების დელეგიტიმაცია ვერ შეძლეს.


ამასობაში, გეოპოლიტიკური ძვრები მხოლოდ უკრაინით დაიწყო. საქართველო კი იქნებ რამენაირად, “პრიკუპში” მოჰყოლოდა სიტუაციას. ამიტომაც, ჯერ ირიბად, მარიონეტების და მოღალატე მეგობრების ხელით შეუთვალეს დანაბარები და მერე პირდაპირ, კატეგორიულად მივიდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან და ომში მხარედ არჩევა მოსთხოვეს. ამითაც, რომ ვერ გახდნენ საწადელს, ახლა აბსოლუტური მობილიზება მოახდინეს საკუთარი ხელის გოგო-ბიჭებისა და სალომე ზურაბიშვილთან მიაქუჩეს. ჰო და ახლა, კი ვხედავთ რამდენი არიან, ვინ და რისი მკადრებელია.


პროცესები სრულიად ლუსტრირებულია - ერთ მხარესაა გარედან მართული მარიონეტების სექტა და მეორე მხარეს სრულიად საქართველო. ერთადერთი შანსი, ამ ქვეყნის პოლიტიკურ სამშვიდობოზე გაყვანის არის ოქტომბრის არჩევნებზე სრული მობილიზება და ერთხელ და სამუდამოდ - რეალური ქართული დემოკრატია, ქართველი ხალხის ძალაუფლების დემონსტრირება, რაც ყველა გადამთიელსა და ადგილობრივ უსამშობლოს, ხელს ააღებინებს ბოროტ განზრახვებზე! #მშვიდობასაქართველოს“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930