გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: რაც შეეხება ოპოზიციაში შიდა გადაჯგუფებას, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება

6-06-2024

რადიკალური ოპოზიცია განწირულია დამარცხებისთვის, ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი რეიტინგი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. 


ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას" ისტორიულად,  2012 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. 


„რაც შეეხება ოპოზიციაში შიდა გადაჯგუფებას, შესაკრებთა გადანაცვლებით, როგორც მოგეხსენებათ, ჯამი არ იცვლება ხოლმე, ამიტომ დიდი ინტერესი არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ასეც და ისეც რადიკალური ოპოზიცია განწირულია დამარცხებისთვის, ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი რეიტინგი, ეს არის ხოლმე დაახლოებით 60%, ყოველ ჯერზე ფიქსირდება ძალიან მაღალი, ისტორიულად ყველაზე მაღალი რეიტინგი 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორ დაჯგუფდება, თუ გადაჯგუფდება ოპოზიცია. ასეც და ისეც, ჩვენ ვართ დარწმუნებულნი, რომ გვაქვს საზოგადოების მყარი მხარდაჭერა და იმაში, რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ საპარლამენტო არჩევნებს,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930