გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: ლიბერალიზმით თავბრუდახვეული ევროპა დიდი არჩევანის წინაშეა, ულტრამემარჯვენეები ეტაპობრივად ანაცვლებენ მემარცხენეებს - ყველა ევროპელ ლიდერს, რომელსაც საქართველოს პოლიტიკა აღიზიანებს, საკუთარმა ამომრჩეველმა ზურგი აქცია

10-06-2024

„გამობაიდენებული“ ლიბერალიზმით თავბრუდახვეული ევროპა დიდი არჩევანის წინაშეა - ულტრამემარჯვენეები ეტაპობრივად ანაცვლებენ მემარცხენეებს“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს.


მისი თქმით, ევროპა დიდი ცვლილებების პერიოდში შედის და უნდა აირჩიოს, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით დაიწყოს ცხოვრება, თუ პოლიტიკურ ნაგავსაყრელში გაჰყვეს ლიბერალიზმს.


ქადაგიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ყველა იმ ევროპელ ლიდერს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების დამოუკიდებელი პოლიტიკა აღიზიანებს, საკუთარმა ამომრჩეველმა ზურგი აქცია.


„რაღაც დამპალა დანიის სამეფოში“, „გამობაიდენებული“ ლიბერალიზმით თავბრუდახვეული ევროპა დიდი არჩევანის წინაშეა - ულტრამემარჯვენეები ეტაპობრივად ანაცვლებენ მემარცხენეებს.


საფრანგეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა


ბელგიის პრემიერ-მინისტრი გადადგა


ოლაფ შოლცის პარტია მესამე ადგილზე გავიდა


ავსტრია, უნგრეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, ყველგან მემარჯვენეები ლიდერობენ.


მოკლედ, დიდი ცვლილებების პერიოდში შედის ევროპა - ან საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით უნდა დაიწყოს ცხოვრება, ან და უკან გაჰყვეს „გამობაიდენებულ“ ლიბერალიზმს, პოლიტიკურ ნაგავსაყრელში!


P.S. ისე, ყველა ევროპელ ლიდერს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების დამოუკიდებელი პოლიტიკა აღიზიანებს და შფოთისგან ადგილზე ვეღარ დგანან, წყალი რომ შეუდგა და საკუთარმა ამომრჩეველმა ზურგი აქცია, რა სასიამოვნო სანახავია?! წადით ბიძიკო, ჯერ საკუთარ ლეგიტიმაციამორღვეულ პოლიტიკურ მომავალს მიხედეთ და მერე უქნიეთ თითი საქართველოს!“, - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930