გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტულმა ძალებმა სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს, ნელ-ნელა ფსევდოლიბერალიზმი უკან იხევს, ყველა იმ ლიდერმა, ვინც ჩვენი ქვეყნის და მმართველი პარტიის უსამართლო კრიტიკით გამოირჩეოდა, მარცხი განიცადა

10-06-2024

„აი ის დღეც დადგა, ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტულმა ძალებმა სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს. ნელ-ნელა ფსევდოლიბერალიზმი უკან იხევს“, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, ყველა იმ ევროპელმა ლიდერმა წააგო, ვინც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის უსამართლო კრიტიკით გამოირჩეოდა.


ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ეტაპობრივად ევროკავშირის პოლიტიკაც შეიცვლება.


„აი ის დღეც დადგა, ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტულმა ძალებმა სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს. ნელ-ნელა ფსევდოლიბერალიზმი უკან იხევს. ყველა ის ლიდერი, ვინც ჩვენი ქვეყნის და მმართველი პარტიის უსამართლო კრიტიკით გამოირჩეოდა მარცხი განიცადა. ჯერ მარტო ის რად ღირს, ვიოლა ფონ კრამონს რომ ვეღარ ვიხილავთ, ვერც ტელეეკრანზე და ვერც ქუჩის აქციებში. საფრანგეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, გერმანიაში შოლცმა წააგო, ბელგიის პრემიერი გადადგა და ეს გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ ევროკავშირის პოლიტიკა შეიცვლება, ჩვენ კი უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მოთმინება, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ დასრულდება“, - წერს ნინო ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31