გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

10-06-2024

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა, –ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.


მათივე თქმით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019-2022 წლებში, თითქოსდა საცხოვრებელი ბინების აშენებისა და საკუთრებაში გადაცემის პირობით, ბრალდებული 51 მოქალაქის კუთვნილ - 3 023 176 ლარს მოტყუებით დაეუფლა.


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 19-180-ე

მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა.


პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად ძალაში დარჩა და ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930