გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ლიბერალ-ფაშისტობამ სათავისოდ ყველაზე კოშმარული სიზმრების ბურუსში მიიძინა, სადაც ბიძინა ივანიშვილი მორიგი სიქველით აოცებს სრულიად საქართველოს

12-06-2024

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენის შესახებ რადიკალების რეაქციებს გამოეხმაურა.


ქართველიშვილის თქმით, საკუთარი შხამით მიყენებული ინტოქსიკაციის ფონზე, ლიბერალ-ფაშისტობამ სათავისოდ ყველაზე კოშმარული სიზმრების ბურუსში მიიძინა - სადაც ბიძინა ივანიშვილი მორიგი სიქველით აოცებს სრულიად საქართველოს.


„ჩვეულ სტილში ჩაიარა ტოქსიკურმა და ეშმაკეულმა გამოხმაურებამ ქვესკნელის ადგილობრივ ფილიალებში, სექტანტებისთვის უცხო ქვეყანა-საქართველოში, იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნის დაბრუნების გამო.


საკუთარი შხამით მიყენებული ინტოქსიკაციის ფონზე, ლიბერალ-ფაშისტობამ სათავისოდ ყველაზე კოშმარული სიზმრების ბურუსში მიიძინა - სადაც ბიძინა ივანიშვილი მორიგი სიქველით აოცებს სრულიად საქართველოს.


მათთვის ამ საშინელებათა სიზმრებს, ყოველჯერზე ერთი და იგივე ფინალი აქვს - სადღაც ზემოდან, აღწევს ამ შეპყრობილებამდე საოცარი სიტყვები: "სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?", და კოლექტიურ ცივ ოფლში გაწურული, იღვიძებს სრულიად საქადჟეთი, შხამგამოცლილი ეშვებით ჩვენს დასაგესლად...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930