12-06-2024
„ბიძინა ივანიშვილის მორიგ, უპრეცედენტო ქველმოქმედება, ეს არის ქველმოქმედება მასშტაბის გარეშე“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი დავით ჩიხელიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი შეიძინა, რომელსაც ეროვნულ მუზეუმს გადასცემს.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საინტერესოა ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს ეყოფა თუ არა სიძლიერე და გონიერება, რომ საქვეყნო საქმის გამო ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადოს.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი, სამშობლოს სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით ამტკიცებს.
„ბიძინა ივანიშვილის მორიგ, უპრეცედენტო ქველმოქმედება, ეს არის ქველმოქმედება მასშტაბის გარეშე.
იოანე ზოსიმეს არამეულ და ქართულ ენაზე შესრულებული ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. კრიტიკა ყოველთვის მარტივია, მადლიერება და მადლობის თქმა კი მხოლოდ ძლიერთა ხვედრია, საინტერესოა ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს ეყოფა თუ არა სიძლიერე და გონიერება, რომ საქვეყნო საქმის გამო ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადოს. ივანიშვილი, სამშობლოს სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით ამტკიცებს.
ფაქტებით დასტურდება, რომ ივანიშვილის როლი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენა/შენარჩუნების საქმეში შეუფასებელია“, - წერს დავით ჩიხელიძე.