12-06-2024
რეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სიტყვებს აფასებს.
„ოლაფ შოლცი: შესაძლოა, მოიძებნოს გზა, რომლითაც რუსეთი დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. ბაიდენის-მაკრონის გზების შესახებ უკვე მოგახსენეთ. შოლცს რომ ეიმედება, ის გზა მოსკოვში, წითელი მოედნის გავლით, კრემლში შედის. თვითონ თუ არ იცის, ბაბუას ჰკითხოს, ემახსოვრება!“, - წერს ხაინდრავა X-ზე.