გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი ნიკო მანაგაძის განცხადებაზე: უმძიმესი ცოდვის გზას დაადგა ეს ბიჭი, ასე შთააგონეს უსამშობლო - უღმერთოებმა

12-06-2024

„პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“ - უმძიმესი ცოდვის გზას დაადგა ეს ბიჭი“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, ოპოზიციონერი აქტივისტის, ნიკო მანაგაძის განცხადებას, სადაც ის საუბრობს იმის შესახებ, რომ დედასთან არ აქვს ურთიერთობა, განსაკუთრებით - ბოლო თვეების განმავლობაში.


ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ მანაგაძეს ასე შთააგონეს უსამშობლოებმა და უღმერთოებმა.


„პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა" - უმძიმესი ცოდვის გზას დაადგა ეს ბიჭი. ფაქტობრივად, იმ გენეტიკურ ჯაჭვში, წარსულიდან აქამდე რომ მოიყვანა და მისგან უნდა გაგრძელებულიყო - დამპალი რგოლის როლს ასრულებს. რატომ? ასე რომ შთააგონეს უსამშობლო/უღმერთოებმა - იმიტომ? ბევრნი ხართ ასეთები?“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031