გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის უვნებლობის საკითხებზე HORECA სექტორს ტრენინგები უტარდება

13-06-2024

სურსათის ეროვნული სააგენტო HORECA სექტორის, რომელიც მოიცავს სასტუმროებსა და კვების ობიექტებს, წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.


ტრენინგების მიზანია, ინფორმაცია მიაწოდოს ბიზნესსექტორს სურსათის უვნებლობის სფეროში არსებული სიახლეების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.


„ბიზნესოპერატორებს ტრენინგები უტარდებათ თემებზე: სურსათის უვნებლობის პრინციპები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში; სურსათის უვნებლობის საფრთხეები, სურსათის უვნებლობის მართვა - საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა; ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და საკანონმდებლო დაახლოება სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სფეროში.


საინფორმაციო შეხვედრები ტარდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და აჭარაში. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობენ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოების თანამშრომლები.


საინფორმაციო შეხვედრების პირველ ეტაპზე, გასულ წელს, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ხორცისა და ხორცპროდუქტების ასობით მწარმოებელი გადაამზადეს.


სურსათის ეროვნული სააგენტო საინფორმაციო შეხვედრებს ENPARD IV-ის პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და შვედეთის სახელმწიფოს მხარდაჭერით მართავს“ –განმარტავენ უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930