18-06-2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს, დაარწმუნა იგი რომ თითქოს მუშაობდა ვადამდე ადრე გათავისუფლების ე.წ „უდო“-ს კომისიაში და შეეძლო კონკრეტული მსჯავრდებულის ვადამდე ადრე გათავისუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულმა მოქალაქეს გამოართვა 2 700 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4- დან 7 წლამდე ვადით“ –აცხადებს გუგა თავბერიძე, საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი.