გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: აშშ-ის ლიბერალური ქალაქები აგრძელებენ სოციალური ექსპერიმენტების ჩატარებას - სიეტლში პოლიციის დაცარიელებული რიგებს არალეგალი მიგრანტების ხარჯზე შეავსებენ

20-06-2024

„მაშ, პოლიციელებს „გვისანქცირებთ", არა? მესმის - მოგცლიათ. აშშ-ის ლიბერალური ქალაქები აგრძელებენ სოციალური ექსპერიმენტების ჩატარებას. ახლა უკვე სიეტლია დღის წესრიგში - იქ მიიღეს გადაწყვეტილება პოლიციის დაცარიელებული რიგები არალეგალი მიგრანტების ხარჯზე რომ შეევსოთ,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.


მისი თქმით, ასე თუ გაგრძელდა, შემდეგი ეტაპი არალეგალი მიგრანტებისა და ნარკოკარტელების წევრთა ინტეგრაცია გახდება სამართალდამცავ სისტემაში მოსახლეობის უკვე „კანონიერი" დატერორების უფლებით.


„პოლიციური აკადემიის" სერიალი ხომ გახსოვთ? აი ამ სცენარს იმეორებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ, ვინც დაარღვია ფედერალური კანონი აშშ-ს ტერიტორიაზე უკანონო შეღწევით, თავად ენიჭებათ წესრიგის დამყარების უფლება. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს არაა განპირობებული კარგი ცხოვრებით. BLM-ის ბაქკანალიის შემდეგ, სიეტლმა დაკარგა თავისი პოლიციის შტატის 45%.


პოლიციელებზე დანახარჯები მკვეთრად შემცირდა და ბევრმა ამის გამო დაიწყო თანამდებობიდან გადადგომა, გარდა ამისა, მათ არ სურთ რასიზმში ბრალდებულების როლის მორგება. მთელ ქალაქს, სადაც 750 ათასი ადამიანი ცხოვრობს, დღეს მხოლოდ 913 პოლიციელი შემორჩა. ამის გამო, დანაშაულის დონე სიეტლში მაშინვე გაიზარდა - ბოლო 5 წლის განმავლობაში თავდასხმების რაოდენობა 21%-ით, ხოლო მკვლელობები - 78%-ით.


პოლიციის სამსახურში გაწევრიანების მსურველი აღარ არსებობს - რჩება მხოლოდ არალეგალი მიგრანტების დაქირავების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალური თვალსაზრისით, ისინი თავად ქმნიან უფრო და უფრო მეტ პრობლემას. ცოტა ხნის წინ, არალეგალმა მიგრანტებმა დაიკავეს საჯარო შენობები და სკოლები და ითხოვდნენ უფასო საცხოვრებელ ოთახებს სიეტლის სხვადასხვა სასტუმროში.


ვაშინგტონის მუნიციპალიტეტი უკვე ხარჯავს ასობით მილიონ დოლარს არალეგალი მიგრანტების საცხოვრებელი პირობების დასაკმაყოფილებლად. მიგრანტებთან ერთად ამერიკის ქალაქებში შეაღწია ნარკომანიის ტალღამაც. მხოლოდ ვაშინგტონში დოზის გადაჭარბებით დაღუპულთა რიცხვი 2019 წლიდან გაორმაგებულია. არალეგალ მიგრანტებთან ერთად მოძრაობენ ნარკოკარტელის წევრებიც, რომლებიც მიმდინარე კრიზისზე სერიოზულ ფულს აკეთებენ.


ასე თუ გაგრძელდა, შემდეგი ეტაპი არალეგალი მიგრანტებისა და ნარკოკარტელების წევრთა ინტეგრაცია გახდება სამართალდამცავ სისტემაში მოსახლეობის უკვე „კანონიერი" დატერორების უფლებით. ამჟამად სწორედ აქეთკენ მიდის ყველაფერი. შედეგად კი მიიღებენ დანაშაულის კიდევ უფრო დიდ ზრდას, ცხოვრების ხარისხის შემდგომ ვარდნასა და მოსახლეობის გადინებას აშშ-ს ლიბერალური რესტრუქტურიზაციის ასეთი ეპიცენტრებიდან. მაგრამ, ეს არაფერი - მთავარია საქართველოს პოლიციელებისა და მათი ოჯახის წევრთა დასანქცირება...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930