20-06-2024
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა, თბილისის ტექნოპარკში, სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მატუშ ბუშოვსკის უმასპინძლეს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს GITA 2.0 - ის ახალი მიმართულებები და სამთავრობო პრიორიტეტები გააცნო. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ერთობლივ სამუშაო პროცესზე, რომელიც გულისხმობს R&D ხარჯების მაქმიმალურ წახალისებას ახალი ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად ეკონომიკის ყველა სფეროში.