25-06-2024
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ქსავიე ბეტელის მიწვევით, არაფორმალურ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ქსავიე ბეტელის ინიციატივით შედგა.
არაფორმალურ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი, პარტნიორი და კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შესაძლებლობა ჰქონდა გასაუბრებოდა კოლეგა მინისტრებს და მათთვის მიეწოდებინა ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგისა და რეკომენდაციების შესრულების დინამიკის შესახებ.ღონისძიებაში მონაწილე საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე, ჰქონდათ აუდიენცია ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგ ანრისთან.შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოეხმაურა ლუქსემბურგის მონარქის სასახლე.