გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

25-06-2024

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე კვირის სასესიო საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს. კერძოდ, მიმოიხილეს სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით დადებული ვეტოს საკითხი. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, უმრავლესობა აღნიშნულ ვეტოს დაძლევს. 


მიმდინარე კვირაში პარლამენტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტს განიხილავს და მას პირველი მოსმენით მიიღებს. ამასთან, უმრავლესობა პარლამენტში განსახილველად საკონსტიტუციო ცვლილებებს შეიტანს, რომელსაც სამწუხაროდ ვერ დაამტკიცებს თუმცა, როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, შეიძლება ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა, რომლითაც კიდევ ერთხელ გამოვლინდება, ვინ უჭერს მხარს აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიმდინარე კვირის დღის წესრიგით, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს აირჩევენ. ამასთან, დაგეგმილია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წარმომადგენლების არჩევა. 


სასესიო კვირა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დასრულდება: პარასკევს, პარლამენტის წინაშე ანგარიშით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წარდგება. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებაზე გამახვილდა ყურადღება. სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ ეროვნული ნაკრების წევრებს თავდადებული ბრძოლისათვის მადლობა გადაუხადა. დღესვე, უმრავლესობის წევრებმა სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ახალი მოადგილე აირჩიეს - პოზიცია ლევან მაჭავარიანმა დაიკავა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930