გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ მიქელაძე: კანონი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ არ არის ჩვეულებრივი კანონი, ეს არის ამ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა

25-06-2024

„ლგბტ პროპაგანდა საზოგადოებაში ნელ-ნელა შემოგდებული თემაა, ჯერ დაიწყეს სტუდენტებთან, მერე შეიტანეს სკოლაში, ახლა უკვე საბავშვო ბაღებშიც შეაღწიეს, მშობლებს მიეცათ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილება შვილის სქესის შეცვლის შესახებ. საქართველომ არ უნდა ამოყოს ამ მარყუჟში თავი. ამისთვის საჭიროა პრევენცია. პრევენციის საუკეთესო საშუალება კი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონია,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ.


მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონს, რისი მტკიცებულებაც იყო 17 მაისი, როცა ოჯახის სიწმინდის დასაცავად მილიონამდე ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და ეს იყო ამ ადამიანების მხრიდან ლგბტ პროპაგანდის შემზღუდავი პროექტის ირიბი მხარდაჭერა.


„კანონი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ არ არის ჩვეულებრივი კანონი. ეს არის ამ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ამ კანონის მიღების საჭიროება დღეს ქვეყანას არ უდგას. ასე ფიქრობდა ევროპა და ამერიკა თავის დროზე. დღეს კი ამერიკელი ექიმები ატარებენ შეხვედრებს შემდეგი ლოზუნგით: „ჯანმრთელი, ახალგაზრდა სხეულის ქიმიური სტერილიზაცია და ქიმიური დასახიჩრება გააჩერეთ, გთხოვთ“. ექიმები გამოდიან მოწოდებით, რომ შეჩერდეს ის მავნებლობა, რასაც სქესის შეცვლა ჰქვია.


ლგბტ პროპაგანდა საზოგადოებაში ნელ-ნელა შემოგდებული თემაა. ჯერ დაიწყეს სტუდენტებთან, მერე შეიტანეს სკოლაში, ახლა უკვე საბავშვო ბაღებშიც შეაღწიეს. მშობლებს მიეცათ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილება შვილის სქესის შეცვლის შესახებ. საქართველომ არ უნდა ამოყოს ამ მარყუჟში თავი. ამისთვის საჭიროა პრევენცია. პრევენციის საუკეთესო საშუალება კი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონია.


საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონს. ამის დასტური იყო 17 მაისი, როცა ოჯახის სიწმინდის დასაცავად მილიონამდე ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. მოსახლეობამ ამ გზით დაგვანახა, რომ მხარს უჭერს „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას.


ჩვენი გუნდი მზად არის ბრძოლა ბოლომდე მიიყვანოს. ჩვენი ოპონენტები კი ბოიკოტის რეჟიმს იყენებენ იმისთვის, რომ არ მოუწიოთ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონზე აზრის დაფიქსირება. ოპოზიციამ იცის, რომ ქვეყნის მოსახლეობის 90% ლგბტ პროპაგანდის მოწინააღმდეგეა და სჯობს თავიანთი აზრი არ დააფიქსირონ.


დავესესხები გურამ მაჭარაშვილს და გავიმეორებ, 26 ოქტომბერს არჩევანი იქნება ორ დროშას - ეროვნულ და ფერად დროშას შორის. დანარჩენი მოსახლეობის გადასაწყვეტია. მოსახლეობამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ ქვეყანაში სურს ცხოვრება. ჩვენ კი გვინდა ტრადიციებზე დაფუძნებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება,“ - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930