გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, თებერვალი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა

26-06-2024

2024 წლის 27 ივნისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა –ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან.


საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები პრესასთან.


ვიზიტის ფარგლებში, ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე, პატივს მიაგებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მემორიალს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728