გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა ინდექსებში საგრძნობი პროგრესის გამო, კოგნიტურ დისონანსში არიან უსამშობლო ელემენტები და საქართველოს ფსევდო მეგობრები - „ჩამოშლილ“ და „გარუსებულ“ მმართველობას ამდენი პოზიტიური შეფასება ვერცერთ სფეროში ექნებოდა

26-06-2024

„სასიხარულოა, რომ საქართველოში უარგუმენტო, აპოკალიფსური სურათის ცრუ წარმოჩენის ფონზე, გრძელდება საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი ქვეყნის წამყვანი პოზიციონირება,“ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რითაც ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, რომლის თანახმად, საქართველო ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შეფასების უმაღლეს საფეხურზეა.


მისი განცხადებით, საქართველოს ფსევდო-მეგობრები კოგნიტურ დისონანსში არიან, ქვეყნის საგრძნობი პროგრესის გამო, თუმცა, ჯიუტან განაგრძობენ ქართველი ერის წინააღმდეგ ქმედებებს.


„სასიხარულოა, რომ საქართველოში უარგუმენტო, აპოკალიფსური სურათის ცრუ წარმოჩენის ფონზე, გრძელდება საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი ქვეყნის წამყვანი პოზიციონირება. „ჩამოშლილ“ და „გარუსებულ“ მმართველობას ამდენი პოზიტიური შეფასება ვერცერთ სფეროში ექნებოდა. კოგნიტურ დისონანსში არიან უსამშობლო ელემენტები და საქართველოს ფსევდომეგობრები ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა ინდექსებში საგრძნობი პროგრესის გამო, თუმცა ჯიუტად განაგრძობენ მავნებლურ „შტრაიკბრეხერობას“ ქართველი ერის წინააღმდეგ. ამგვარი პოზიციონირებით, ელექტორალურად მათთვის სასურველი შედეგი ვერასდროს იქნება საქართველოში. ამჯერად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშში საქართველო ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შეფასების უმაღლეს საფეხურზეა და უკვე მე-9 წელია ინარჩუნებს ადგილს ე. წ. პირველ კალათაში, ხოლო ტალინში მდებარე „ელექტრონული მმართველობის აკადემიის ფონდის“ კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ინდექსში საქართველომ მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი მე-16 პოზიცია დაიკავა,“ - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930