გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: მშვიდობიანი, გონივრული და თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია ის, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მშპ 9.2%-ით გაიზარდა

28-06-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ის, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მშპ 9.2%-ით გაიზარდა, მშვიდობიანი, გონივრული და თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია.


მისივე თქმით, კოლექტიური რომან გოცირიძეების, ლევან ხაბეიშვილებისა და გია ხუხაშვილების ყოველმხრივ მდარე და მდაბიო ანალიზი უინტერესოა საქსტატის ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელსაც ნაცსექტაც კი ენდობა.


„მშვიდობიანი, გონივრული და თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია ის, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მშპ 9.2%-ით გაიზარდა. და პანდემიამდელი 2019 წლის მაისის მაჩვენებელს 44.9 პროცენტით გადააჭარბა. ეს სამჯერ და მეტად აღემატება იმავე პერიოდში გლობალური ეკონომიკის მატებას (+14.2%) და მნიშვნელოვნად უსწრებს აშშ-სა (+3.8%) და ევროკავშირის (+5.9%) ანალოგიურ მაჩვენებლებს. კოლექტიური რომან გოცირიძეების, ლევან ხაბეიშვილებისა და გია ხუხაშვილების ყოველმხრივ მდარე და მდაბიო ანალიზი უინტერესოა საქსტატის ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელსაც ნაცსექტაც კი ენდობა“, - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930