გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სადაც ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტები, ყველა შემთხვევაში ჩვენთვის, სწორედ, სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამის ქვეყანასთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას

28-06-2024

სადაც ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტები, ყველა შემთხვევაში ჩვენთვის, სწორედ, სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამის ქვეყანასთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა დეპუტატ ვახტანგ მეგრელიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის განმარტების თხოვნას შეეხებოდა. 


ირაკლი კობახიძის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორობას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს და თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება. 


„რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად არის პარტნიორობა კონკრეტულ ქვეყანასთან სტრატეგიული.

რეალურად, სადაც ჩვენთვის აქვს სტრატეგიული პოლიტიკური, თუ ეკონომიკური მნიშვნელობა ამა თუ იმ ქვეყანასთან ურთიერთობას, იქ ვცდილობთ, რომ დავდოთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებები. აქედან გამომდინარე, თითოეული შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად და სადაც ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტები, ყველა შემთხვევაში ჩვენთვის სწორედ სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამის ქვეყანასთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31