გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: კოლექტიური „ნაცმოძრაობა" თავიანთი ქმედებებით ამტკიცებს ერთ რამეს, რაც არის მათი დევიზი - მე ვარ კოლექტიური „ნაციონალი", მაშასადამე არ ვარ არც ქართველი და არც ევროპელი, ეს არის რეალურად მათი სულისკვეთება

28-06-2024

არ შეიძლება, ქვეყანას მუდმივად ჰყავდეს ისეთი ოპოზიცია, როგორიც ჰყავს დღეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის" სახით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის" მთავარი იარაღი არის სიძულვილი, ძალადობა სიცრუე, ეს ყველაფერი არის არათავსებადი ქართულ კულტურასთან.


„გლობალური მოვლენების განვითარება ვფიქრობ, მალე მოგვცემს ურთიერთობების გადატვირთვის საშუალებას ჩვენს მთავარ პარტნიორებთან. ეს არის აშშ, ევროკავშირი და მჯერა, ეს ყველაფერი მოხდება ძალიან მალე. ასევე მოვლენების ასეთი დადებითი განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ვითარების გაჯანსაღებას. არ შეიძლება, ქვეყანას მუდმივად ჰყავდეს ისეთი ოპოზიცია, როგორიც ჰყავს დღეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის" სახით.


როგორც მოქმედებენ ეს ადამიანები, მათი მთავარი იარაღი არის სიძულვილი, ძალადობა სიცრუე. ეს ყველაფერი არის არათავსებადი ქართულ კულტურასთან, რაც არის იმის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ეს ყველაფერი არის დაორგანიზებული გარედან. ეს არ არის ქართული მოვლენა, როგორც მოქმედებს, იქცევა კოლექტიური „ნაცმოძრაობა", ეს არ არის ქართული მოვლენა. აქედან გამომდინარე, როდესაც კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება ჩვენი სუვერენიტეტი, ეს არაქართული მოვლენა ქართულ პოლიტიკაში აღარ დარჩება და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ შედეგად ჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც ასე სჭირდება ქართული პოლიტიკის, პოლიტიკური კულტურის, ქართული პარლამენტარიზმის განვითარებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ქმედება ევროსაბჭოში სრულიად შეუთავსებელია ქართულ კულტურასთან, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან.
„მათაც უყვართ ხოლმე ხშირად ზურაბ ჟვანიას სიტყვების გამეორება, რომელიც ითქვა სწორედ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების დღეს, ცნობილი სიტყვები - მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი - დღეს ეს ადამიანები იბრძოდნენ იმისთვის, რომ საქართველო გაერიცხათ ევროსაბჭოდან. აქედან ჩანს, რამდენად დიდი ფარსია მათი მხრიდან ნებისმიერი სიტყვის გახსენება რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის წინსვლასთან კონკრეტულ მომენტში. თავიანთი ქმედებებით ეს ადამიანები ამტკიცებენ ერთ რამეს, რაც არის მათი დევიზი - მე ვარ კოლექტიური „ნაციონალი", მაშასადამე არ ვარ არც ქართველი და არ ვარ არც ევროპელი. ეს არის რეალურად მათი დევიზი და სულისკვეთება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930