გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე ანა წითლიძის, ლევან ბეჟაშვილის და ალექსეი გონჩარენკოს მიერ საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვის მოთხოვნაზე: წარმოიდგინეთ, ოფიციალურად როგორ მავნებლობას ლობირებენ ქვეყნის წინააღმდეგ და ესენი პირად საუბრებსა და კულისებში რას იკა

28-06-2024

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან და სხვა ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს.


როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ოქტომბერში დიდი წმენდა უნდა მოხდეს დაწყებული ადგილობრივი პოლიტიკური ნაგვის გახვეტითა და დამთავრებული, საერთაშორისო ფსევდო-პარტნიორებთან ურთიერთობების სამართლიანი გადატვირთვით.


„კიდევ დარჩა ვინმე, ვინც კითხვას დასვამს - რომელი ოპოზიციონერი დადის ევროპაში და საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებსო?! წარმოიდგინეთ, ოფიციალურად როგორ მავნებლობას ლობირებენ ქვეყნის წინააღმდეგ და ესენი პირად საუბრებსა და კულისებში რას იკადრებენ?! კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვიცით რა ნაგავიცაა და ისიც ხომ ცხადი გახდა, რომ უკრაინის მთავრობა ყველაზე ნაძირალა ფსევდო-პარტნიორი აღმოჩნდა საქართველოს უახლეს ისტორიაში?!

საქართველომ შეიფარა უკრაინელი ლტოლვილები, უკრაინული სკოლები და ბაღები გაუხსნა ბავშვებს, სოციალური დახმარება აღმოუჩინა ყველა დევნილ ოჯახს, უკრაინის მხარდამჭერი ასობით რეზოლუციის ავტორია და ესენი ჩვენ გაშავებას ცდილობენ. მოკლედ, ოქტომბერში დიდი წმენდა უნდა მოხდეს დაწყებული ადგილობრივი პოლიტიკური ნაგვის გახვეტითა და დამთავრებული, საერთაშორისო ფსევდო-პარტნიორებთან ურთიერთობების სამართლიანი გადატვირთვით!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930