2-07-2024
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ენტონი ბლინკენის განცხადებას - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე შეშფოთების გამოსახატავად ზომები მივიღეთ - მოსალოდნელია, რომ ამის შესახებ თქვენ უფრო ბევრს ნახავთ“ - სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს - „ბაიდენ/ტრამპის დებატების შემდეგ ყველაფერს ველოდი, ამ განცხადების გარდა“.
მისივე თქმით, პოლიტიკაში კლასიკური ტიპის შიზოფრენიაზე ბევრი სმენია, მაგრამ ბლინკენთან დაკავშირებით, რაღაც ახალია.
„ბაიდენ/ტრამპის დებატების შემდეგ ყველაფერს ველოდი, ამ განცხადების გარდა. ასეთი ხანგრძლივი აღშფოთებული შეშფოთებების ფონზე ვინმეს ინსულტმა არ დაარტყას, წმინდა ადამიანური თვალსაზრისით ამ ცოდვის აღება საკუთარ თავზე რატომ უნდა გინდოდეს? არადა სიტუაცია სულ უფრო ანეკდოტურია, წარმოიდგინეთ 5 ნოემბერს ბლინკენს ეუბნებიან - არჩევნები წავაგეთო. რა დროს ეგაა - უპასუხებს ბლინკენი, იმათ კანონი მაინც არ გაიწვიესო? პოლიტიკაში კლასიკური ტიპის შიზოფრენიაზე კი მსმენია, მაგრამ ასეთი აშკარა ტიპის?“ - წერს დავით ქართველიშვილი.