გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აგვისტო 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთის მერი გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავების პროცესს გაეცნო

2-07-2024

გრიგოლეთი ახალი საკურორტო სეზონისთვის მზად არის. ადგილობრივი ხელისუფლება და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" აქტიურად ზრუნავენ, რომ შეიქმნას დამსვენებლებისთვის სუფთა და კომფორტული გარემო.


ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოებს კომპანიის თანამშრომლები ყოველდღიურად ახორციელებენ, რისთვისაც მობილიზებულია ქვიშის საცრელი მანქანა- დანადგარები და სპეციალური ტექნიკა.


ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზაშოშიტაიშვილთან და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, ადგილზე გაეცნო გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავების პროცესს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031