გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ნაცპროპაგანდის უვიც „ჟურნალისტებს“ ნორმალურ ამბად მიაჩნიათ ქვეყნის მთავრობის მეთაურზე სამიზნე ლაზერის მინათება და ამაზე სამართალდამცველთა რეაგირება თურმე „ანტიდემოკრატიულია“

6-07-2024

თაღლითი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფინანსებული „ტვ პირველი“ იმდენად შორს გაიჭრა, რომ ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოების საკითხს. ნაცპროპაგანდის უვიც „ჟურნალისტებს“ თურმე ნორმალურ ამბად მიაჩნიათ ქვეყნის მთავრობის მეთაურზე სამიზნე ლაზერის მინათება და ამაზე სამართალდამცველთა რეაგირება თურმე „ანტიდემოკრატიულია“, - ასე ეხმიანება „ტვ პირველის“ სიუჟეტს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.


ანალიტიკოსის თქმით, მსგავს შემთხვევაში, თუნდაც აშშ-ის Secret Service დასაცავ პირზე ლაზერის მიმნათებელს ძალიან ხისტად გასცემდა პასუხს, მრავალწლიან პატიმრობაში გაუშვებდა სასამართლო, ხოლო ანტისახელმწიფოებრივი ტელეკომპანიისგან არაფერს დატოვებდა, მის ყველა მავნებელ ვაიჟურნალისტს პასუხს აგებინებდა კანონის მთელი სიმკაცრით.


„თაღლითი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფინანსებული „ტვ პირველი“ იმდენად შორს გაიჭრა, რომ ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოების საკითხს. ნაცპროპაგანდის უვიც „ჟურნალისტებს“ თურმე ნორმალურ ამბად მიაჩნიათ ქვეყნის მთავრობის მეთაურზე სამიზნე ლაზერის მინათება და ამაზე სამართალდამცველთა რეაგირება თურმე „ანტიდემოკრატიულია“. მსგავს შემთხვევაში, თუნდაც აშშ-ის Secret Service დასაცავ პირზე ლაზერის მიმნათებელს ძალიან ხისტად გასცემდა პასუხს, მრავალწლიან პატიმრობაში გაუშვებდა სასამართლო, ხოლო ანტისახელმწიფოებრივი ტელეკომპანიისგან არაფერს დატოვებდა, მის ყველა მავნებელ ვაიჟურნალისტს პასუხს აგებინებდა კანონის მთელი სიმკაცრით. დროა, რომ ანტისახელმწიფოებრიობის ნაცპროპაგანდისტებს კანონმა აგებინოს პასუხი!“ - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031