გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვიქტორ დოლიძე: საგარეო საქმეთა მინისტრს შესაძლებლობა ექნება, რომ ფართო მასშტაბში განიხილოს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები თავის ნატოელ კოლეგებთან

9-07-2024

საგარეო საქმეთა მინისტრს შესაძლებლობა ექნება, რომ ფართო მასშტაბში განიხილოს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები თავის ნატოელ კოლეგებთან,- ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.


როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, საქართველო ნატო-ს ყველაზე სანდო, ერთგული და ყველაზე ახლო პარტნიორია.


„საქართველო არის ნატო-ს ყველაზე სანდო და ერთგული პარტნიორი და ყველაზე ახლო პარტნიორი. ჩვენ ეს წლების განმავლობაში არაერთხელ დავამტკიცეთ და ამავე დროს, საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი და ძალიან დიდი მსხვერპლი გავიღეთ, ამასთან დაკავშირებითაც ყველამ უწყის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საქართველოს საკითხი, როგორც ასეთი, ყოველთვის დგას ყველა უმაღლესი დონის და მათ შორის სამიტის დღის წესრიგში, ისევე როგორც იქნება დღესაც დამდგარი ",- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.


ნატო-ში საქართველოს ელჩის თქმით, პოლიტიკურ დეკლარაციასთან დაკავშირებული მუშაობა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და იმის გათვალისწინებით, რომ წლევანდელი სამიტი საიუბილეოა, დოკუმენტი არ იქნება ისეთი მრავლისმომცველი, როგორც წინა წლებში იყო.


„პოლიტიკურ დეკლარაციასთან დაკავშირებული მუშაობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მინდა გითხრათ. ბრიუსელში გასულ კვირას ელჩების მოადგილეების დონეზე ტრადიციისამებრ, ერთგვარი ჩარჩო შეიქმნა დოკუმენტის. დღეს, ხვალ, ამ ორი დღის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება და საბოლოო სახეს მიიღებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს არის საიუბილეო სამიტი, ეს არ იქნება ისეთი მრავლისმომცველი, 60-80 პარაგრაფიანი დოკუმენტი, რომელიც ადრე არსებობდა ხოლმე. ამიტომ, კონკრეტულ დეტალებში სხვადასხვა ქვეყნებთან და რეგიონებთან დაკავშირებით არ აპირებენ, რა თქმა უნდა, გარდა უკრაინისა, სადაც მიმდინარეობს და ომი ცხელ ფაზაშია. ხოლო ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სამომავლო გეგმებს, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს, რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის აუცილებლობა როგორც ყოველთვის დგას როგორც ჩვენთან, ასევე მოლდოვასთან დაკავშირებით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ხაზი გაესმება გარკვეულწილად",- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.


ვიქტორ დოლიძის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სახელით გამართულ ღონისძიებებს დაესწრება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930