გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ომიაძე: ზაფხულის ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი სეზონი იქნება

11-07-2024

აფხულის ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ, ძალიან კარგი სეზონი იქნება, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა.აფხულის ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ, ძალიან კარგი სეზონი იქნება, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა.


ომიაძის თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად აგრძელებს და ამ ფონზე, მესამე კვარტლის ბოლოს ზაფხულის ტურისტული სეზონის შეჯამებით, უფრო კარგ მაჩვენებლებს ელოდება.


„2024 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ტურისტი ეწვია. აღსანიშნავია ფაქტი, რომ ანალოგიურ პერიოდთან, 2023 წლის პირველ ორ კვარტალთან შედარებით, თითქმის ექვსპროცენტიანი ზრდა გვაქვს. რა თქმა უნდა, ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს. ვფიქრობთ, ძალიან კარგი სეზონი იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს მარკეტინგულ კამპანიებს სამიზნე ბაზრებზე. ეს იქნება ევროპა, სპარსეთის ყურის ქვეყნები. ინდოეთში გვაქვს უკვე ახალი ურთიერთობები, მათ შორის, საერთაშორისო მედიასთან და ვფიქრობთ, მთლიანობაში, მესამე კვარტლის, ზაფხულის ბოლოს შეჯამებით, ძალიან კარგი ტურისტული სეზონი გვექნება“, –  აღნიშნა მაია ომიაძემ.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში ექვს თვეში სამ მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930