გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გააუქმა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

11-07-2024

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, ლ.ს.-ს მიმართ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და  მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 11 მარტს, ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ლ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით, ნ.თ.-ს სხეულზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული  სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.   


ლ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.


ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ივლისის განაჩენით, ლ.ს.-ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაუქმდა, სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031