12-07-2024
„აი ნახეთ თავადვე, როგორ გაიშიფრნენ ომის მომხრეები და მოღალატეები მათივე დამფინანსებელი უცხო ძალებისავე დავალებით. საქმე შემდეგშია, თავისთავად უნებურად გაშიფრა ახლანდელმა უკრაინის ხელისუფლებამ გარედან დაფინანსებულნი“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე უკრაინული გამოცემის გამოქვეყნებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ უკრაინის მთავრობამ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გაათავისუფლა და ე.წ. ჯავშანი მისცა.
ექსპერტის თქმით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ამ ბრაძანების შემდგომ ნათელია, რატომ არიან არასამთავრობოები გაავებული იმაზე, თუ რატომ არ ჩაერთო საქართველო ომში.
„აი ნახეთ თავადვე, როგორ გაიშიფრნენ ომის მომხრეები და მოღალატეები მათივე დამფინანსებელი უცხო ძალებისავე დავალებით! საქმე შემდეგშია თავისთავად უნებურად გაშიფრა ახლანდელმა უკრაინის ხელისუფლებამ გარედან დაფინანსებულნი! ამ ბრძანების შემდეგ: ახლა ხომ ნათელია ნათელია, რატომ იძახდა და იძახის ლომჯარია ასეთ მშვიდობას მირჩევნია ბომბები გვაცვიოდეს თავზეო! ახლა ხომ ნათელია, რატომ ბღაოდა გირჩი-ზურაბა რა კარგი იქნება ომში, რომ ჩაერთოს საქართველო. ერთ 10 ათას რუს კბილებამდე შეიარაღებულ ჯარისკაცს, ხომ დავაკავებდით საქართველოშიო და ვაჟლეტონებდით ბავშვებს, ქალებს და მოხუცებსო...! ახლა ხომ ნათელია, რატომ იძახდა ეკა ხერხეულიძე საქართველოს გავლით იბომბება უკრაინაო! ახლა ხომ ნათელია, რატომ ხაოდა და ხავის ხატია დეკანოიძე საქართველოდან რუსეთში შედის სანქცირებული საქონელიო! ახლა ხომ ნათელია, რატომ იყო და არის მთელი არასამთავრობოები გაავებული იმაზე საქართველო, რატომ არ ჩაერთო მიმდინარე ომშიო! ახლა ხომ ნათელია, რატომ მოუწოდებდნენ ხელისუფლებას ერთობლივად გაღმა-გამოღმიდან დაფინანსებული პარტია-არასამთავრობოები, რატომ არ უშვებთ თბილისის აეროპორტიდან ჩარტერული რეისებით უკრაინაში მოხალისეებსო! ახლა ხომ ნათელია, რატომ ეძახიან არასამთავრობოები "უცხოური გამჭვირვალობის კანონს" რუსულ კანონს! პასუხი ერთია: ფინანსურად გარედან გ ა რ ა ნ ტ ი რ ე ბ უ ლ ა დ უზრუნველყოფილნი! ომის დროს გ ა რ ა ნ ტ ი რ ე ბ უ ლ ა დ დაჯავშნულნი! ანუ ჩვენ, ჩვენი შვილები, შვილიშვილები უნდა ჩავიხოცოთ! ლომჯარია-გიგაურებმა-გირჩზურაბებმა...და მათმა შთამომავლობამ ჩვენი სისხლისა და უბედურების ხარჯზე ფულები უნდა აკეთონ! კარგი სვან, კარგი ჭამონ, კარგად იმოგზაურონ და მერე მათ პატრონებთან მ ო ხ ი ო ნ მათთვის გამზადებულ მაგარსავე ვილებში! სულ ესაა მათზე დაკისრებული დავალება სათანადო ინსტრუქციებით! რომლის აღსრულებისათვის, ასე თავგამოდებით იბრძვიან!“ - წერს გვენეტაძე.