გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 19, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

12-07-2024

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,სარფი", არადეკლარირებული ოქროს ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა.


მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 159,97 გრამი) ნაკეთობები გამოვლინდა.


არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 22 309,94 ლარი შეადგინა.


საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში, 22 309,94 ლარის ოდენობით განესაზღვრათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031