15-07-2024
მამუკა ხაზარაძის პარტიის “ლელოს" ლიდერებს, მედეა მეტრეველი და ანა ნაცვლიშვილს წნორში NDI-იმ უმასპინძლა.
ინფორმაციას ამის შესახებ თავად პარტია “ლელო” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს და კახეთის რეგიონის მცხოვრებლებთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის და მასპინძლობისთვის მადლობას ნანა ბაგალიშვილს, “ცოდნის კაფეს” და NDI-ის უხდის.
გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, “ლელოს” ლიდერებმა წნორის მოსახლეობას საარჩევნო დაპირებები გააცნეს.
“დღეს "ლელოს" ლიდერები, მედეა მეტრეველი და ანა ნაცვლიშვილი, წნორში, კახეთის რეგიონის მცხოვრებლებს შეხვდნენ. მადლობა ნანა ბაგალიშვილს, “ცოდნის კაფეს” და NDI-ის მასპინძლობისა და მოსახლეობასთან საინტერესო დისკუსიის შესაძლებლობისთვის.
შეხვედრის მთავარ თემებს შეადგენდა ევროკავშირის რეფორმები, 1000-ლარიანი პენსია, 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა და, რაც მთავარია, რუსი ოლიგარქისა და რუსული ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობა.
საქართველოს მომავალი ევროპაშია”,- ვკითხულობთ “ლელოს” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.