გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშია სამუშაო ვიზიტით ტეხასის უნივერსიტეტში იმყოფება

25-07-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ-ის დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც არიან კანცლერი ლაშა საღინაძე და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა, სამუშაო ვიზიტით ტეხასის (აშშ) უნივერსიტეტს ეწვია.  ვიზიტის მიზანი ტეხასის უნივერსიტეტთან არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი პროექტის გაგრძელების შესაძლებლობების განხილვაა. 


ჯაბა სამუშიამ შეხვედრები გამართა ტეხასის უნივერსიტეტის პროვოსტთან, პროფესორ ინგა მუსელმანთან, ვიცე-პროვოსტთან და სადოქტორო სწავლებათა სკოლის დეკანთან, პროფესორ ხუან გონსალესთან, საერთაშორისო ინიციატივათა მიმართულების ხელმძღვანელთან, დოქტორ ჯენიფერ ჰილტომ მონტერსოთან, მენეჯმენტის სკოლის დეკანთან, პროფესორ ჰასან პირკულთან, ინჟინერიისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილესთან, პროფესორ პორას ბალსარასთან, დალასის კოლეჯის წარმომადგენლებთან და სხვადასხვა მიმართულების იმ აკადემიურ პერსონალთან, რომლებიც ქართველი დოქტორანტების და პოსტ-დოქტორანტურის საფეხურის მკვლევართა მენტორები არიან ერთობლივი პროექტის ფარგლებში. 


შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქართველი დოქტორანტების სწავლა-სწავლების, კვლევის, სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობის საკითხებს, აგრეთვე მობილობის პროგრამების მნიშვნელობასა და პროფესიული ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობებს. ვიზიტის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი პროექტის გაგრძელებასა და კიდევ უფრო გაფართოებაზე, იმ პერსპექტივებზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და თსუ-ში დარგის განვითარებას. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30