გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშია ტეხასის უნივერსიტეტში ქართველი დოქტორანტების კვლევის შედეგების შემაჯამებელ განხილვას დაესწრო

26-07-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ-ის დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც არიან კანცლერი ლაშა საღინაძე და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა, საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან აშშ-ში, ტეხასის უნივერსიტეტში. 


ვიზიტი ხორციელდება თსუ-სა და ტეხასის უნივერსიტეტს შორის მიმდინარე ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და ეკონომიკის მიმართულებით დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერა, მათი კვლევითი და აკადემიური უნარების განვითარების ხელშეწყობა.


მობილობისა და კვლევის ხელშეწყობის პროგრამის კონკურსის შედეგად შერჩეული თსუ  სტიპენდიატები ანა ჩოხელი, გიორგი მინდიაშვილი, თამარ ტაბატაძე, გიორგი თაყაძე, თინათინ ცისკარიძე, თამარ პაპაჩაშვილი რვაკვირიან ინტენსიურ ტრენინგებს გადიან ტეხასის უნივერსიტეტის ლაბორატორიებსა და კვლევით ცენტრებში; მუშაოებენ თავიანთი სადოქტორო დისერტაციების დახვეწაზე, ახორციელებენ ექსპერიმენტებს და ავითარებენ პროფესიულ კონტაქტებს ადგილობრივ აკადემიურ პერსონალთან.


მიმდინარე წელს თსუ-ს უკვე მეორე კოჰორტა ჰყავს ტეხასის უნივერსიტეტში. თსუ-ის დელეგაცია ტეხასის უნივერსიტეტში ქართველი დოქტორანტების კვლევის შედეგების შემაჯამებელ განხილვას დაესწრო, გაეცნო მათ საკვლევ თემატიკას და სამეცნიერო მიღწევებს.


მობილობის პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტეხასის უნივერსიტეტის პარტნიორობით ხორციელდება და საქართველოში კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროგრამით გასულ წელს ექვსმა სტუდენტმა ისარგებლა, ყველა მათგანი სადოქტორო საფეხურზე, სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით სწავლობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930