გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული სტაბილურობა, არავის მიეცეს უფლება და საშუალება იმისა, რომ საქართველოში გაიმეოროს ის, რაც მოხდა ფიცოს და ტრამპის შემთხვევაში

26-07-2024

პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეს ეხმაურება.


დეპუტატის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვალდებულებაა ქვეყანაში აღკვეთოს დანაშაული. დიმიტრი ხუნდაძე განმარტავს, რომ სახელმწიფოს პოზიციაა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული და არავის მიეცეს საშუალება საქართველოშიო განახორციელოს ის, რაც ფიცოსა და ტრამპის შემთხვევაში მოხდა.


„ცდილობდნენ საქართველოში მოეწყოთ ტერაქტი, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც სტაბილურობის და მშვიდობის გარანტია ქვეყანაში. ვფიქრობ რომ სუსის ასეთი პრევენციული დამოკიდებულება და დანაშაულის აღკვეთა, არის მათი ვალდებულება. ეს არის სახელმწიფოს პოზიცია, რომ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული სტაბილურობა, არავის მიეცეს უფლება და საშუალება იმისა, რომ საქართველოში გაიმეოროს ის, რაც მოხდა ფიცოსთან მიმართებით და რაც გაბედეს ტრამპის შემთხვევაში - პირდაპირ საარჩევნო კამპანიის დროს რომ ესროლეს ტყვია,“ - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031