გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: დესტრუქციული ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი ერთი ყულაბიდან ფინანსდებიან, ერთი კაბინეტიდან იმართებიან - ამიტომ არის მათთვის მიუღებელი გამჭვირვალობა

26-07-2024

პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივ წინასაარჩევნო აქტივობებს ეხმიანება.


დეპუტატის განმარტავს, რომ რადიკალური ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს საერთო მმართველი და დამფინანსებელი ჰყავთ, სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან ფინანსების გამჭვირვალობას. დიმიტრი ხუნდაძეს თქმით, 26 ოქტომბერს, საზოგადოება რადიკალური ოპოზიციას და NGO სექტორს განაჩენს გამოუტანს.


„დესტრუქციული ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი ერთი ყულაბიდან ფინანსდებიან, ერთი კაბინეტიდან იმართებიან და რა თქმა უნდა, სწორედ ამ პროცესს სჭირდება გამჭვირვალობა. ამიტომ არის მათთვის მიუღებელი გამჭვირვალობა და ურჩევნიათ, ფინანსები იყოს გაუმჭვირვალე. საზოგადოებამ იცის, ერთი მხრიდან დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები და დესტრუქციული არასამთავრობო სექტორი როგორ მავნებლობს ქვეყანასა და საზოგადოებაზე. ამიტომ, 26 ოქტომბერს, საზოგადოება მათ ერთიანად გამოუტანს განაჩენს,“- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031