29-07-2024
„მოგეხსენებათ, რომ ოლიმპიური თამაშები მსოფლიოს წარმატებულ სპორტსმენთა ერთ-ერთი უმაღლესი სპორტული შეჯიბრია, რომელსაც წესით არაფერი საერთო არ უნდა ჰქონდეს ყალბ და ძალად თავსმოხვეულ ღირებულებებთან, თუმცა როგორც ჩანს ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგებმა, მაინც შეძლეს ლგბტ თემატიკის ასეთი უხეში ფორმით ჩართვა სპორტული ღონისძიების გახსნის ცერემონიალში“, - ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებიდან ვიგებთ, იმ ძალებს, რომლებიც ევროკავშირს სრულად მართავენ, ჯერ კიდევ აშფოთებთ ადამიანებში ქრისტიანული ღირებულებების სიმძლავრე და მიზნად ისახავენ ამ ფასეულობების ბოლომდე განადგურებას. და რადგან, ურწმუნო, უსამშობლო და ღირებულებებისგან დაცლილი ადამიანის დამორჩილება ბევრად უფრო მარტივია, მათთვის სწორედ მთავარ ბარიერს - რწმენა წარმოადგენს.
„რამდენიმე დღის წინ, ჩვენი მოძრაობის მიერ გავრცელებულ წერილში ცხადად ვუთხარით საზოგადოებას, რომ დღევანდელ რეალობაში, ევროკავშირში გაწევრიანება სამი მთავარი პირობის დაკმაყოფილებაზე გადის - თუ ქვეყანაში ხელისუფლება ხელს უწყობს ლგბტ პროპაგანდას; თუ ამ ხელისუფლებას ქვეყნის სუვერენიტეტი არ აინტერესებს და შესაბამისად გარე ძალებისგან იმართება; თუ ასეთი, აგენტურით დაკომპლექტებული მმართველი ძალა წარმატებით ასრულებს მიგრანტების საკითხში ევროკავშირის დირექტივას, ანუ ხელს უწყობს ქვეყანაში უკონტროლო მიგრაციას, რაც შემდეგ ქვეყნის იდენტობის გაქრობით სრულდება. სხვა ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს თუ ზემოთ ჩამოთვლილი სამი დირექტივა უპირობოდ სრულდება - კავშირის წევრობაზე გზა ხსნილია. ეს ყოველივე რომ სიმართლეა და უკვე ბევრი მტკიცება აღარ სჭირდება, საქართველოს მაგალითით შეგვიძლია დავადასტუროთ, როდესაც მათივე გამოქვეყნებული რეიტინგებით, მოლდოვა და უკრაინა ყველა მიმართულებით მნიშვნელოვნად ჩამოგვრჩებოდნენ, მაგრამ კანდიდატის სტატუსიც მათ მისცეს უფრო ადრე და მოლაპარაკებებიც ჩვენამდე გაუხსნეს და დღემდე ამ საკითხებს ბრიუსელის ბიუროკრატია და მათი მმართველები, საქართველოში შანტაჟის იარაღად იყენებენ. სამაგიეროდ, ამ ორი ქვეყნის გარედან მართულმა მთავრობებმა ლგბტ პრაიდებს მწვანე შუქი აუნთეს და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკანონმდებლო ცვლილებებზეც მუშაობენ. საქართველო კი, ისჯება მხოლოდ იმის გამო, რომ კრძალავს ლგბტ პროპაგანდას, იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და ქართველი ერის იდენტობას. წინა განცხადების გახსენება იმიტომ დაგვჭირდა, რომ ამ წერილის გავრცელებიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ, პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნა ვიხილეთ, რამაც საზოგადოებაში(არა მარტო ქართულ) უდიდესი ვნებათაღელვა გამოიწვია.
ეგრეთ წოდებული პერფორმანსი უხვად იყო გაჯერებული ქრისტიანული სარწმუნოების შეურაცხყოფით, ქრისტიანებისათვის წმინდა დოგმების დაცინვით და აბუჩად აგდებით. შოუში დომინირებდა ლგბტ თემატიკა და რა გასაკვირია, რომ ეკლესიას და რწმენას სწორედ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები დასცინოდნენ. პარიზში გამართულმა ამ ბაქხანალიამ უმძიმესი საერთაშორისო რეაქციები გამოიწვია, რის შედეგადაც ორგანიზატორებს ბოდიშის მოხდა მოუწიათ, მაგრამ იქვე აღნიშნეს, რომ “ტოლერანტობის ზეიმი” რაც შოუს მთავარი მიზანი იყო, მათი აზრით მიღწეულია. ცხადია, ეს დღე სამარცხვინო შავ ლაქად დარჩება საფრანგეთის, ევროკავშირისა და თავად ოლიმპიადის ისტორიაში. მოგეხსენებათ, რომ ოლიმპიური თამაშები მსოფლიოს წარმატებულ სპორტსმენთა ერთ-ერთი უმაღლესი სპორტული შეჯიბრია, რომელსაც წესით არაფერი საერთო არ უნდა ჰქონდეს ყალბ და ძალად თავსმოხვეულ ღირებულებებთან, თუმცა როგორც ჩანს ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგებმა, მაინც შეძლეს ლგბტ თემატიკის ასეთი უხეში ფორმით ჩართვა სპორტული ღონისძიების გახსნის ცერემონიალში. ეჭვგარეშეა, რომ წარმოდგენის ამგვარად დაგეგმვა შემთხვევითი არ არის და ყველა დეტალი მიზანმიმართულად იყო გათვლილი.
ისიც ფაქტია, რომ გარკვეულ ძალებს ამერიკაში, რომლებიც ევროკავშირს სრულად მართავენ, ჯერ კიდევ აშფოთებთ ადამიანებში ქრისტიანული ღირებულებების სიმძლავრე და მიზნად ისახავენ ამ ფასეულობების ბოლომდე განადგურებას. და რადგან, ურწმუნო, უსამშობლო და ღირებულებებისგან დაცლილი ადამიანის დამორჩილება ბევრად უფრო მარტივია, მათთვის სწორედ მთავარ ბარიერს - რწმენა წარმოადგენს. აღნიშნულ მიზანს კი, ლგბტ პროპაგანდასთან ერთად უკონტროლო მიგრაციაც ემსახურება, რადგან ვხედავთ, რომ ევროპის დიდ ქალაქებში ქრისტიანი მოსახლეობა ნელ-ნელა უმცირესობაში ექცევა. აღნიშნული გეგმა, დიდი ხანია მუშაობს, რაც ლგბტ პროპაგანდის მასობრივად გავრცელებასა და ეკლესიის გამუდმებულ დისკრედიტაციაში გამოიხატება, მაგრამ მთელი მსოფლიოს დასანახად, ქრისტიანული რწმენის ასეთი მასშტაბის, თანაც ძალიან მძიმე ფორმებით შეურაცხყოფა, აქამდე ბევრჯერ ნამდვილად არ გვინახავს. სამწუხაროდ, ამ ვერაგი იდეის ავტორებს მიზნად აქვთ დასახული, რომ ეს ყველაფერი ადამიანთა ყოველდღიურობად აქციონ,“ - წერია განცხადებაში.