გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ „ნაცმოძრაობის" დაბრუნება, საერთოდ უკან მოგვრჩება ევროინტეგრაციაც და ყველაფერიც, გარანტიას ვიძლევი, ერთი კვირა არ დასჭირდებათ იმისთვის, რომ აქ გახსნან მეორე ფრონტი

30-07-2024

ერთი მესიჯი, რის გატანასაც ცდილობენ კოლექტიური „ნაცმოძრაობა" და მათი მფარველები, არის ის, რომ თუ „ნაცმოძრაობა" არ დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაშინ არ იქნება ევროინტეგრაცია; მინდა, გარანტია მივცე ყველას, რომ თეორიულად რომ დავუშვათ „ნაცმოძრაობის" დაბრუნება, საერთოდ უკან მოგვრჩება ევროინტეგრაციაც და ყველაფერიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების" არჩევა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე.


„თეორიულად რომ დავუშვათ „ნაცმოძრაობის" დაბრუნება, საერთოდ უკან მოგვრჩება ევროინტეგრაციაც და ყველაფერიც. გარანტიას ვიძლევი იმისა, რომ თუ ასეთი თეორიული სცენარი შეიძლება წარმოვიდგინოთ, ერთი კვირა არ დასჭირდებათ იმისთვის, რომ აქ გახსნან მეორე ფრონტი. პიარულადაც კი არ შეფუთავენ ამ ყველაფერს. პირდაპირ შეუდგებიან საქმეს. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების" არჩევა არის პირიქით აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930