გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ხაზარაძეს ბევრად მეტის გადახდა ეკუთვნის ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ, თუმცა ჩვენ ვმოქმედებთ არბიტრაჟის გადაწყვეტილებების შესაბამისად და ხაზარაძე გადაიხდის იმ ჯარიმას, რომელიც დაეკისრა

31-07-2024

ხაზარაძეს ბევრად მეტის გადახდა ეკუთვნის ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ, ამ წლების განმავლობაში ის ტყუილს ამტკიცებდა და ავრცელებდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, ხელისუფლება მოქმედებს არბიტრაჟის გადაწყვეტილებების შესაბამისად და ხაზარაძე გადაიხდის იმ ჯარიმას, რომელიც დაეკისრა.


„მგონია, რომ ხაზარაძეს წესით, ბევრად მეტი ჯარიმის გადახდა ეკუთვნის, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ტყუილს ამტკიცებდა, ავრცელებდა და საბოლოო ჯამში, ეს დაადგინა არბიტრაჟმა, გარკვეული ზიანი ხომ მიადგა ამ ტყუილის გავრცელებით ჩვენს სახელმწიფოს. წესით, ხაზარაძეს ბევრად მეტის გადახდა ეკუთვნის ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ, თუმცა არსებობს გადაწყვეტილებები, ჩვენ ვმოქმედებთ სასამართლოს გადაწყვეტილებების, არბიტრაჟის გადაწყვეტილებების შესაბამისად და ხაზარაძე გადაიხდის იმ ჯარიმას, რომელიც მას დაეკისრა. მოსარჩელე იყო ხაზარაძე, ამტკიცებდა, რომ სახელმწიფომ ის დააზიანა და არბიტრაჟმა თქვა, რომ ეს იყო ტყუილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ხაზარაძე სამარცხვინოდ დამარცხდა ამ საქმეში.", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930