გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია: ხე-ტყის უკანონო მოპოვება რჩება გამოწვევად, აქედან გამომდინარე მომზადდა ეს საკანონმდებლო ცვლილებები

1-08-2024

უკანონო ტყითსარგებლობაზე სანქციები მკაცრდება. აღნიშნულ საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ მომზადებული სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისმიზანი, ხე-ტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით არსებული პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებაა. 


„პრემიერ-მინისტრის დავალებით მოვამზადეთ კანონპროექტი სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებების შესახებ, რომელიც პრევენციის მიზნით,ხე-ტყის უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სატყეო სექტორში კომპლექსური რეფორმა დავიწყეთ, რომლის საფუძველიც იყო ახალი ტყის კოდექსის მიღება. დღეს 54-მდე საქმიანი ეზო ფუნქციონირებს სატყეო სააგენტოში, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა კატეგორიის მერქნული რესურსის მოსახლეობისთვის მიწოდებას. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჩვენ დავასრულეთ ტყის ეროვნული აღრიცხვა.


ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები. 4ათას ჰექტარზე მეტი ფართობია უკვ ემოცული და პროცესი მომდევნო წლებშიც გეგმის მიხედვით გაგრძელდება. ასევე, მნიშვნელოვნად გაძლიერდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაძლებლობები. თუმცა, ხე-ტყის უკანონო მოპოვება მაინც რჩება გამოწვევად. აქედან გამომდინარე მომზადდა ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვება, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევა, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული ხე-ტყის აღმოჩენა და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება. ჩვენი მიზანი არის უკანონო ტყითსარგებლობის პრევენცია და ვფიქრობთ, ეს კანონპროექტია მას ხელს შეუწყობს. როგორც პრემიერმა განაცხადა, კანონპროექტი გადაეგზავნება პარლამენტს და პარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031