გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია ოპოზიციურ მედიაზე: სიცრუის მანქანები, ჩვეულებრივი პარტიები არიან და ამის მიუხედავად, არიან უსაზღვროდ თავისუფლები, RSF-ის კვლევა უსამართლოა!

1-08-2024

რაც შეეხება კვლევას, არის საოცრად უსამართლო და ალბათ ტრაგიკომედიის ჟანრიდან არის, როდესაც დღეს საქართველოში საუბარია მედიის და სიტყვის თავისუფლებაზე და რაიმე კუთხით უკუსვლაზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ გამოქვეყნებულ მონაცემებზე განაცხადა. კირცხალიას თქმით, ოპოზიციისგან, რომელიც თავად არიან ტელევიზიის დამრბევები და გამანადგურებლები, მინიმუმ უტიფრობის ზენიტია ზემოთ ხსენებული თემით მანიპულირება.


„ტრაგიკომედიაა ასევე, როდესაც ჩვენი ოპოზიცია, რომლებიც ძალიან კარგად გვახსოვს, რომ არიან ტელევიზიის დამრბევები და გამანადგურებლები. მათ დროს, მათი რეჟიმის დროს იყო, როდესაც აბსოლუტურად ყველა ტელევიზია, ჯერ რამდენიმე ფუნქციონირებდა და აბსოლუტურად ყველა ტელევიზია ერთ ნარატივზე ჰყავდათ გადასმული და ერთნაირ მესიჯებს და წერტილ-მძიმესაც არ უცვლიდნენ ტელევიზიებს, საინფორმაციოებს და კიდევ 2012 წელს, შემთხვევით მათი რეჟიმის დროს ხომ არ იყო, როდესაც გუდრონებს ასხამდნენ ტელევიზიის აპარატურას და ა.შ.?


მინიმუმ უტიფრობის ზენიტია მათი მხრიდან ამ თემით მანიპულირება, ხოლო რაც შეეხება კვლევას, უბრალოდ ტრაგიკომიკურია, როდესაც დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უმარტივესად, როგორც „შპს“-ს აფუძნებ, საჯაროში მიხვიდე და დააფუძნო ტელევიზია და კი ხედავთ, რომ ვდგები ბრიფინგებზე, რამდენი მიკროფონი დევს და ყველას აქვს თავის სარედაქციო პოლიტიკა. ასევე ხაზგასასმელია, რომ არა მხოლოდ კრიტიკული, კრიტიკული, რომ იყოს და ობიექტური პირიქით რა ჯობია, როდესაც ობიექტურად გაკრიტიკებენ, ობიექტურ კრიტიკაში შემოდიან, ასე ვთქვათ დიალოგში და აშუქებენ ობიექტურად ყველაფერს, რაც ხდება ქვეყანაში, პირიქით რას ვხედავთ ჩვენ - დესტრუქციას, სიცრუის პროპაგანდას, სიცრუის მანქანები, ჩვეულებრივი პარტიები არიან და ესე მოქმედებენ და ამისდა მიუხედავად არიან უსაზღვროდ თავისუფლები. ასე, რომ მინიმუმ უსამართლოა და ტრაგიკომედიის ჟანრიდან არის ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930