გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართულ მთაზე, მაღალმთიან აჭარაზე და ასე იქნება მომავალშიც

4-08-2024

ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია მთის განვითარებაზე, მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე ზრუნვა და ეს მომავალშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში "შუამთობის" დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ადგილიბრივ მოსახლეობას და სახალხო დღესასწაულის სტუმრებს „შუამთობა" მიულოცა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც რეგიონის განვითარებას ემსახურება. 


"ხულო-ზარზმის გზაზე ბევრჯერ იყო საუბარი და მიხარია, რომ ეს პროექტი წელს ბოლომდე იქნება მიყვანილი. განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. ბატონ ირაკლი ქარსელაძეს განსაკუთრებული მადლობა ამისთვის. ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვიზრუნოთ ჩვენს მთიანეთზე, ქართულ მთაზე, მაღალმთიან აჭარაზე და ასე იქნება აუცილებლად მომავალშიც"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031