გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი კაპიტალის ყოველთვიური მაკრო მიმოხილვა მთავარი ეკონომისტისგან - სავალუტო შემოდინებებისა და სენტიმენტების ერთობლიობა ისევ ნეიტრალურია

6-08-2024

თიბისის ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ეკონომიკის ძლიერი ზრდა, ივნისის 7.5%-ის შემდეგ, ივლისშიც შენარჩუნდება და თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი საპროგნოზო ჩარჩოს მიხედვით, დაახლოებით 7.3%-ით განისაზღვრება. ამ ფონზე, ინფლაცია კვლავ სამიზნეზე დაბლა რჩება. უფრო მეტიც, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 0.4%-ით შემცირდა, რაც სეზონური ფაქტორების გათვალიწინებით, ნულოვანი ინფლაციის შესაბამისია. წლიური მაჩვენებელი კი 1.8%-ს შეადგენს. ამასთან, მნიშვნელოვანია ერთჯერადი ფაქტორების წვლილი, რომელთა გარეშეც, ინფლაციის ბოლოდროინდელი დინამიკა მეტნაკლებად 3%-იან სამიზნესთან ახლოა.


ლარის კურსს რაც შეეხება, სავალუტო შემოდინებების გარდა, ტრადიციულად, სენტიმენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ მხრივ, ჩვენს მკითხველს, სავალუტო შემოდინებებისა და სენტიმენტების ერთობლივი ზემოქმედების უკვე რაოდენობრივ შეფასებას წარვუდგენთ. მაგალითად ისეთ ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა ტურისტული სექტორი, გათვალიწინებულია სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიცია და აშშ დოლარის ინდექსი სხვა წამყვან ვალუტებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ რაოდენობრივი ჩარჩო საკმაო სიზუსტით ასახავს აშშ დოლართან ლარის გაცვლითი კურსის ისტორიულ, ფაქტობრივ დინამიკას, სადღეისოდ არსებული შეფასების კუთხით კი ჩვენი ადრინდელი დასკვნები არ იცვლება და შესაბამისად, საბაზო სცენარი კვლავ დიდწილად ნეიტრალურია.


ამავდროულად, სხვა გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან ერთად, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს როგორც საგარეო შემოდინებების, ასევე ინფლაციის კუთხით. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია მიგრაციის ეფექტიც. მაგალითად, 2023 წლის ოქტომბერში განვითარებული მოვლენების ფონზე ისრაელიდან ტურისტული ხარჯების კლებას თან ახლდა ისრაელიდან არარეზიდენტების სამომხმარებლო ხარჯების ზრდა, რაც მიგრაციის გარკვეულ პოზიტიურ ეფექტთან იყო დაკავშირებული.


გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031