გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

6-08-2024

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლის მთავარი ღონისძიება - ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.


თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.


ღონისძიებას თსუ აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს თსუ 3600-მდე სტუდენტმა დაამთავრა.მათ შორის ყველაზე წაrჩინებულები - 2024 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის შვიდივე ფაკულტეტის ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებულები წარჩინების სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.


ღონისძიება დატვირთული იყო თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი მასალებით.


თსუ კაპელამ შეასრულა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და სტუდენტური ჰიმნი „გაუდეამუსი“. ხოლო მუსიკალური კონკურსის „თსუ სთარ 2024“-ის ფინალისტებმა და წლევანდელმა კურსდამთავრებულებმა „გაუდეამუსის“ ახალი, განსხვავებული ვერსიით შესრულებული ფლეშმობი შესთავაზეს.


ღონისძიების ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა ახალ ინიციატივას - კურსდამთავრებულთა ხეივანს. 2024 წლის კურსდამთავრებულთა სახელზე ხეივანში დაირგო პირველი ნერგი - იაპონური სოფორა.


მთავარი ღონისძიების დაწყებამდე კურსდამთავრებულებსა და მათ ახლობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გადაეღოთ სამახსოვრო სურათები სპეციალურად მათთვის მოწყობილ ფოტოზონებში.


ღონისძიების შემდგომ თსუ კურსდამთავრებულებისთვის კუს ტბაზე გაიმართა წვეულება, სადაც კურსდამთავრებულთა გართობაზე იზრუნეს მუსიკალურმა ჯგუფებმა: Mechanical Rainbow, DJ Haverdi, DJ Mazana.


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 240-მდე საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის FIBAA და ABET საერთაშორისო აკრედიტაციების მქონე და 27 უცხოენოვან პროგრამაზე, 26 000-მდე სტუდენტი სწავლობს. ახალ 2024-2025 სასწავლო წელს თსუ 8200-ზე მეტ პირველკურსელს მიიღებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031