8-08-2024
გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველოს წლიური შეფასება გაუმჯობესდა და შეფასების 100%-იანი სისტემით 90,3% დაიმსახურა.
ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების ინდექსი განიმარტება, როგორც ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მკვლელობებისა და წამებისგან თავისუფლება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო თავისუფლებებს შორის ეს ლიბერალური უფლებები ყველაზე აქტუალურია პოლიტიკური კონკურენციისა და ანგარიშვალდებულებისათვის. 2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. საქართველო 2012 წელს მსოფლიო რეიტინგში 122-ე ადგილს იკავებდა, ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მიხედვით კი ევროპის ყველაზე საშიში ქვეყანა იყო რუსეთის შემდეგ. შემდგომ 11 წლიან პერიოდში საქართველო მსოფლიო რეიტინგში 66 ადგილით დაწინაურდა. 2023 წლის შედეგებით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის, ნატოს და ევროკავშირის წევრ არაერთ სახელმწიფოს და განვითარებულ ქვეყნებს მათ შორის დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ისრაელს და ა.შ. „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.
მისი სათაო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში. პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონალური მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.