გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

8-08-2024

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.


ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოხატა.


„16 წელი გავიდა საშინელი ტრაგედიიდან, აგვისტოს ომიდან. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი დაღუპული გმირების, ჯარისკაცების, პოლიციელების ნათელ ხსოვნას და ჩვენ კიდევ ერთ სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს, მთელს ქვეყანას. იცით, რომ ამ ომმა საშინელი შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას. დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და ოკუპაციის შემდეგ, ომის შემდეგ რუსეთმა ჩვენს ტერიტორიაზე განათავსა სამხედრო ბაზები, დაიკარგა ასზე მეტი სოფელი. აბსოლუტურად მოღალატეობრივად, შეიძლება ასე ითქვას, წინა ხელისუფლებამ ჩააბარა კოდორის ხეობა უბრძოლველად და ომის შედეგად ჩვენ დავკარგეთ ოთხასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე - სამხედროები, პოლიციელები, სამოქალაქო პირები. ეს საშინელი ტრაგედია გვახსენებს კიდევ ერთხელ, რომ წინა ხელისუფლებამ ვერ აირიდა თავიდან ეს ომი. პირიქით, რომ იტყვიან, პროვოკაციებზე პირდაპირ წამოეგო, თუ თვითონ არავითარი მცდელობა არ ჰქონდა იმისა, რომ ეს ომი თავიდან აცილებულიყო და ამის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ურცხვად გამოთქვამენ პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე.


მე აქვე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ხელისუფლებამ მოუტანოს საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას, ეს არის სწორედ ომი, ეს არის სწორედ შენი საკუთარი, ძირძველი ტერიტორიების დაკარგვა. იმ ტერიტორიების, რომელიც ჩვენ არ მოგვიპოვებია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს და როცა ამ ტერიტორიებს შენ შენი უგუნურებით, ღალატით, თუ გამყიდველობით აბარებ უცხო ქვეყანას და ოკუპანტ ქვეყანას, ეს, რა თქმა უნდა, არის ღალატი. ამას სჭირდება შესაბამისი შეფასებაც. ქართველმა ხალხმა, რა თქმა უნდა, ამას უკვე გასცა პასუხი 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე. მე კითხვები მაქვს და ეს არაერთხელ მითქვამს, საჯაროდაც დამისვამს, თუ როგორ მოხდა კოდორის ხეობის ჩაბარება, როგორ მოხდა ასზე მეტი სოფლის, მანამდე ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი სოფლების ჩაბარება, ათასობით დევნილების მიღება საკუთარ მიწა-წყალზე ჩვენს ქვეყანაში და ამ ომის შემდეგ გახსოვთ, რომ სწორედ იგივე ხელისუფლებამ, ვინც ეს საშინელება ჩაიდინა, თუ თავიდან ვერ აირიდა, სულ რამდენიმე თვეში გადასცეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები, აქტივები გადასცეს იგივე ოკუპანტ ქვეყანას, ცალმხრივად გაუხსნეს ვიზები და ჩვენ ვნახეთ, რომ არაფერი შეიცვალა ომის შემდეგ, პოლიტიკას ვგულისხმობ.


რა თქმა უნდა, ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ჩვენი მეგობრების მიმართ, რომლებიც ურყევად მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, ისინი მხარს გვიჭერენ არაღიარების პოლიტიკის ნაწილში, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ომის შემდეგ რუსეთმა განათავსა კიდევაც ბაზები, დასავლეთმა ჩვეულებრივ გააგრძელა ვაჭრობა თუ ურთიერთობა ისე, როგორც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამიტომ, ჩვენთვის ეს არის ერთგვარი გაკვეთილიც. ამიტომ ვამბობთ ჩვენ ყოველთვის, რომ ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით ომის ფასიც, მაგრამ ასევე, ჩვენ ვიცით მშვიდობის ფასი. ამიტომ არის ძალიან ღირებული ის მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს პირველი ოქტომბრიდან. 12 წელია ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი საქართველოში და ჩვენ არ დაგვიკარგავს ტერიტორიები, მადლობა ღმერთს, ჩვენ არ გვქონია ომი და ჩვენ სწორედ ამ ოკუპაციის პირობებში, ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვახერხებთ, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ჩვენი გონივრული ნაბიჯებით, მშვიდობიანი პოლიტიკით მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და მისი სრული ინტეგრირება ჩვენს იურისდიქციაში“, - ირაკლი ღარიბაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930