9-08-2024
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ - ომის და ღალატის პარტიამ 2008 წლის ოქტომბერში მხარი დაუჭირა საქართველოსთვის საზიანო, ევროსაბჭოს N 1633-ე რეზოლუციას, - წერს თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ევროსაბჭოს რეზოლუციის მიხედვით, რომელსაც „ნაცმოძრაობამ“ მხარი დაუჭირა, ქართულ ჯარს 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვა და კასეტური ბომბების გამოყენება ჰბრალდებოდა.
ბოჟაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, ამის მიუხედავად, ყველა საქმე მოიგო საერთაშორისო სასამართლოებში.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ - ომის და ღალატის პარტიამ 2008 წლის ოქტომბერში მხარი დაუჭირა საქართველოსთვის საზიანო, ევროსაბჭოს N 1633-ე რეზოლუციას, რომელშიც ქართულ ჯარს 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვა და კასეტური ბომბების გამოყენება დააბრალა!
„ქართული ოცნების“ დამსახურებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული ყველა ისტორიული საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა“ - წერს ბოჟაძე.