20-08-2024
პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფების პროცესს ეხმიანება.
„ისინი არ არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. მათ პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ მეხუთე კოლონა“,- აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ რადიკალური ოპოზიცია გარე ძალებით იმართება, სწორედ ამ ძალების დაკვეთით მოხდა გადაჯგუფება და თითქოს ახალი ოპოზიციური ძალების ჩამოყალიბება.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ოპოზიცია ერთიან ძალას - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენს.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს სრული სიმართლე. ისინი არ არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. მათ პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ მეხუთე კოლონა. ისინი იმართებიან გარე დაკვეთებით. სწორედ ამ დაკვეთებით მოხდა მათი გადაჯგუფება და თითქოს ახალი პოლიტიკური ძალების შექმნა. უცხო ძალების კარნახით ხდება ყველაფერი. ეს გადაჯგუფებები მხოლოდ და მხოლოდ იმას მოასწავებს, რომ ეს ყველაფერი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარეობს და აქ პირდაპირი არჩევანი აქვს საქართველოს მოსახლეობას გასაკეთებელი. ვხედავთ, რომ ეს ძალები შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას, ყველა „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრია და ერთიან ძალას წარმოადგენენ - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, მეხუთე კოლონას,“- აღნიშნა ყაველაშვილმა.