21-08-2024
„როდესაც საქმე მიდგება იმაზე, ვინ არის სანდო, ვის დავუჯერო და ა.შ. ვფიქრობ, ჩემი პრობლემა არის ის, რომ მე ვიცნობ აშშ-ის მთავრობას, ვიცნობ ძალიან კარგად. მე მათ ერთი წუთითაც კი არ ვენდობი!, - ამის შესახებ ამერიკელმა პროფესორმა, ჯეფრი საქსმა, ბრიტანელი ტელეწამყვანის, პირს მორგანის გადაცემაში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მინსკი 2-ის შეთანხმებას გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი, მას ხელი მოაწერა უკრაინის მთავრობამ, გარანტორები კი იყვნენ გერმანია და საფრანგეთი, თუმცა, ამ შეთანხმებას აშშ-ის მთავრობის შიგნით დასცინოდნენ.
პროფესორი იხსენებს გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის ერთ-ერთ ინტერვიუს, სადაც მან განაცხადა, რომ იცოდნენ, მინსკი 2 მხოლოდ უკრაინელებისთვის მიცემული დრო იყო, რათა მათ ესკალაციისთვის ძალები განემტკიცებინათ.
„2015 წელს, რუსებს არ უთქვამთ, რომ მათ დონბასის ტერიტორია უნდოდათ, მათ თქვეს, რომ მშვიდობა უნდა დამყარებულიყო მოლაპარაკებების მეშვეობით. მოლაპარაკებები აღმოსავლეთ უკრაინის ეთნიკურ რუსებსა და კიევის ახალ რეჟიმს შორის მინსკი 2-ის შეთანხმებამდე მივიდა. მინსკი 2-ის შეთანხმებას გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი, მას ხელი მოაწერა უკრაინის მთავრობამ. ის ცალსახად გარანტირებული იყო გერმანიისა და საფრანგეთის მიერ. და იცით რა? როგორც პირადად ამიხსნეს, მას დასცინოდნენ აშშ-ის მთავრობის შიგნით. და ეს მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭო ერთხმად დაეთანხმა ამ შეთანხმებას. უკრაინელებმა თქვეს, რომ არ გვინდა მივცეთ ავტონომია რეგიონს, მაგრამ ეს ხელშეკრულების ნაწილია, აშშ-მა მათ უთხრა, ამაზე არ ენერვიულათ.
ანგელა მერკელმა თავის ცნობილ ინტერვიუში Die ZEIT-თან, 2022 წლის ესკალაციის შემდეგ თქვა, რომ მათ იცოდნენ, მინსკი 2 მხოლოდ უკრაინისთვის დროის მიცემის ნიმუში იყო, რათა მისთვის მიეცათ დრო, რომ ძალები განემტკიცებინა. არა, მინსკი 2 იყო გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ერთხმად მიღებული შეთანხმება, რომელსაც ომი უნდა დაესრულებინა. ასე რომ, როდესაც საქმე მიდგება იმაზე, ვინ არის სანდო, ვის დავუჯერო და ა.შ., ვფიქრობ, ჩემი პრობლემა არის ის, რომ მე ვიცნობ აშშ-ის მთავრობას, ვიცნობ ძალიან კარგად. მე მათ ერთი წუთითაც კი არ ვენდობი. მინდა, რომ ეს ორი მხარე რეალურად დაჯდეს მთელი მსოფლიოს წინაშე და თქვას, რომ ეს არის პირობები და შემდეგ მსოფლიოს შეეძლება განსჯა. ჩვენ აღარ ვაპირებთ მთავრობების დამხობას უნდა თქვას შეერთებულმა შტატებმა. რუსეთმა უნდა თქვას, რომ ჩვენ არ გადავალთ ერთი ფუტითაც კი იმ საზღვრიდან რაც დადგინდება. ნატო არ გაფართოვდება. მოდით, მთელმა მსოფლიომ ნახოს, რომ შეთანხმებები ათასში ერთხელ, რეალურად მოქმედებს,“ - განაცხადა ჯეფრი საქსმა.