გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: შევახსენებ ხალხისთვის ბიძინა ივანიშვილი არც მამაა და არც ძმა, ის არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, განვითარების და სტაბილურობის გარანტი, ასე რომ ამ არარაობას არავინ აპატიებს ამ სიტყვებს

22-08-2024

„ამ სიტყვებს როგორ ჰგონია აპატიებს ხალხი? მერე ნუ გაუკვირდება ვინმემ პასუხი თუ მოსთხოვა. შევახსენებ ხალხისთვის ბიძინა ივანიშვილი არც მამაა და არც ძმა, ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, განვითარების და სტაბილურობის გარანტი, ასე რომ ამ არარაობას არავინ აპატიებს ამ სიტყვებს,“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებას, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გზავნილებზე.


„ეს მშიშარა არაკაცი კამერების და ქალების გარემოცვაში როცა იმყოფება და მაშინ რომ კაცობს, აბა გამოვიდეს მარტო, არ არის საჭირო ივანიშვილის პირისპირ, ერთი ჩვეულებრივი მისი მხარდამჭერის წინ და გაიმეოროს ეს სიტყვები, მაგრამ სად აქვს ამის თავი, იცის რომ მოხვდება. მოკალათებულა მიშას ფრთის ქვეშ და "უსაფრთხოდ" გრძნობს თავს. ის სულელიც უწონებს ასეთ გამოხტომებს და ამ მოწვევის პარლამენტში ადგილსაც ჰპირდება ალბათ. ამ სიტყვებს როგორ ჰგონია აპატიებს ხალხი? მერე ნუ გაუკვირდება ვინმემ პასუხი თუ მოსთხოვა. შევახსენებ ხალხისთვის ბიძინა ივანიშვილი არც მამაა და არც ძმა, ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, განვითარების და სტაბილურობის გარანტი, ასე რომ ამ არარაობას არავინ აპატიებს ამ სიტყვებს. ეს მართლა ხიხო, თავისი უნიჭო სულელი პატრონივით, ვის ეძახის ხიხოს, ვინც ყველაფერი შეუსრულა ნაცმოძრაობას რაც დაპირდა? ერთი დარჩა მხოლოდ, ამათი გასამართლება და აკრძალვა, დარწმუნებული ვარ ამასაც შეუსრულებს. ამ მართლა ხიხოს ბევრი დანაშაული ექნება ჩადენილი, ეს ხომ იმ სულელის მონაა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ყველა ბოროტებას და დანაშაულს ხელს მოაწერდა, აბა მონა, რისი მონაა“, - წერს ნინო ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930